Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 საათისთვის რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა 8,7 % მივიდა


რუსთავი
რუსთავი

რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქში დილის 10 საათისთვის 9 346 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8,7 პროცენტს შეადგენს.

მე-20 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეორე ტურში, პირველი ტურის ანალოგიურ დროსთან შედარებით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა 1970-ით არის გაზრდილი.

მე-20 საარჩევნო ოლქში, ისევე როგორც პირველ ტურში, 87 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 3 პენიტენციარულ დაწესებულებებში. თუმცა გაგა აფციაურის თქმით, ამჯერად ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 300-ით არის გაზრდილი და შეადგენს 108 034 ამომრჩეველს.

გაგა აფციაურმა განაცხადა, რომ არჩევნები ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG