Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილს ხმათა 58.24 % აქვს, ვაშაძე მხოლოდ ოთხ ოლქში ლიდერობს


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. ხმების 55.38%-ის ჯამით, მას 58.24% აქვს, მის კონკურენტს გაერთიანებული ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძეს კი – 41.76%. ზურაბიშვილი ლიდერობს ყველა ოლქში, გარდა ოთხისა. მცირედი უპირატესობით ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს წალენჯიხაში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

XS
SM
MD
LG