აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ გამორიცხავს მისი კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის შეწყალებას - პირის, რომელიც მიმდინარე კვირაში ხელახლა გახდა სამიზნე გამოძიებისა, რომელიც იკვლევს კავშირებს რუსეთსა და ტრამპის 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს შორის. ტრამპმა "ნიუ-იორკ პოსტს" 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, რომ მას მანაფორტის შეწყალება არ განუხილავს, "თუმცა ამას არ გამოვრიცხავდი. რატომ უნდა გამოვრიცხო"? - იკითხა მან. მანაფორტი ზაფხულში დამნაშავედ სცნეს საბანკო და საგადასახადო გაყალბებაში, სექტემბერში კი მან თავი დამნაშავედ აღიარა ფულის გათეთრების და შეთქმულების ბრალდებებში, რომლებიც მას წაუყენა გამოძიების ხელმძღვანელმა, საგანგებო პროკურორმა რობერტ მიულერმა. 69 წლის მანაფორტს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში ჩაიშალა მასსა და პროკურორებს შორის მანამდე გაფორმებული შეთანხმება. მანაფორტი სექტემბრიდან თანამშრომლობდა მიულერთან და იმედი ჰქონდა, რომ ნაკლებად მკაცრ სასჯელს მიიღებდა. მაგრამ მიულერმა 26 ნოემბერს სასამართლოს შეატყობინა, რომ მანაფორტმა შეთანხმება დაარღვია, რადგან პროკურორებს რამდენჯერმე უთხრა ტყუილი. თავად მანაფორტი უარყოფს ტყუილის თქმას, ან შეთანხმების დარღვევას, თუმცა ის დათანხმდა თავისი დანაშაულებების გამო მყისიერ გასამართლებას.
ყველაზე პოპულარული
1