Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას


გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს შეკრების უფლება, მაგრამ ის ვერ შეძლებს დესტაბილიზაციის გამოწვევას, - ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას.

„ამ ქვეყანაში მანიფესტაციის უფლება გათვალისწინებულია კონსტიტუციითა და კანონით. შეუძლიათ შეიკრიბონ კანონის ჩარჩოებში მშვიდად, კვირას იქნება ეს თუ რამდენჯერაც გაუხარდებათ და როცა გაუხარდებათ... მაგრამ რა ამოცანაც ჩანს - დესტაბილიზაციის გამოწვევა, მსგავსს ვერავინ ვერაფერს გააკეთებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისთვის ამ ეტაპზე გაუგებარია, განიხილავს თუ არა ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს.

XS
SM
MD
LG