Accessibility links

IPN-ის ცნობით, პრეზიდენტის სასახლის მომავალი ფუნქციის სამი ვარიანტი განიხილება


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის სასახლის მომავალ ფუნქციასთან დაკავშირებით სამ ვარიანტს განიხილავს - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი"(IPN) იუწყება. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტია რესპუბლიკის სასახლედ გამოცხადება და უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მისაღებად წარმომადგენლობით სასახლედ გარდაქმნა. განიხილება პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსებაც, თუკი ბათუმიდან თბილისში გადასვლას მოითხოვს თავად საკონსტიტუციო სასამართლო. მესამე ვარიანტი ამ შენობის პრივატიზაციაა. სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული არცერთი ვარიანტის სასარგებლოდ.

საქართველოს პრეზიდენტად არჩეული სალომე ზურაბიშვილი ავლაბარში მდებარე სასახლეში მუშაობაზე უარს ამბობს და მისი ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში განთავსდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG