Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ნიკა რურუა


ნიკა რურუა
ნიკა რურუა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, შინაგან საქმეთა სამიბნისტროს პირველადი ინფორმაციით, ოჯახის წევრების თანდასწრებით, გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების თანახმად, დედამ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ნიკა რურუა 50 წლის იყო.

ნიკა რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“პარლამენტის წევრობისას ნიკა რურუა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე იყო. 2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.

ნიკა რურუა იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG