„2019 წლიდან საქართველოში ამოქმედდება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის უფრო მეტად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომლის განმარტებითაც, სააქრთველოს მოქმედი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები ვერ პასუხობენ იმ მოთხოვნებსა და მიზნებს, რაც დაისახა საქართველოს მთავრობამ.
მამუკა ბატაძის თქმით, საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაშიც მთავარობას დიდად დაეხმარება ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს.
„ახალი კოდექსი სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებს, რაც დაგვეხმარება კიდევ უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან. ახალი საბაჟო კოდექსით, მნიშვნელოვნად გამარტივდება გაფორმების წესები და დეკლარირების ფორმები. შესაძლებელი იქნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნება. საბაჟო გადაწვეტილების მიღების დროს მაქსიმალურად გაითვალისწინებს მეწარმის ინტერესებს. შემოღებული იქნება გარანტიის ახალი სახეობები და სხვა არა ერთი სიახლე, რომლებიც ხარისხობრივად გააუმჯობესებენ საქართველოს საბაჟო კოდექსს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.