Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა, ხელი მოაწეროს მიგრაციის თაობაზე პაქტს


გაეროს სხდომა მარაკეშში.
გაეროს სხდომა მარაკეშში.

ორშაბათს გაეროს წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ - 150-ზე მეტმა ქვეყანამ - გადაწყვიტა მიიღოს „უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებული მიგრაციის საერთაშორისო პაქტი“. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ ბურიტუზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, ოფიციალური კენჭისყრა ჯერ არ ჩატარებულა. სხდომა გაიმართა მაროკოში, მარაკეშში. დოკუმენტი, როგორც მისი შემქმნელები მიიჩნევენ, შეამცირებს არალეგალურ მიგრაციას, ხელს შეუწყობს მიგრანტების ინტეგრაციას უცხო ქვეყნებში, ასევე ხელს შეუწყობს სამშობლოში მათ დაბრუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG