Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში საპატიმროდან გაათავისუფლეს ფეისბუკში პუტინის კრიტიკისთვის გასამართლებული პირი


ყაზახეთის მოქალაქე, სანათ დოსოვი, რომელიც ფეისბუკში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკისთვის იხდიდა სასჯელს, პირობით გაათავისუფლეს. დოსოვის ცოლმა, ასელ ჟუმაღაზინამ უთხრა რადიო თავისუფლებას 11 დეკემბერს, რომ მისი ქმარი 27-თვიანი პატიმრობის შემდეგ გამოუშვეს ციხიდან. მისმა ადვოკატმა, დარხან მირზაბეკლვმა განაცხადა, რომ დოსოვს მოუწევს 9 თვის განმავლობაში სისტემატურად გამოცხადდეს ხოლმე საგანგებო უწყებაში, სანამ მას საბოლოოდ არ მოიხდის სასჯელს. აქტობეს სასამართლომ 47 წლის დოსოვს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა „სიძულვილის გაღვივებისთვის“. დოსოვი 2014-2016 წლებში ფეისბუკით აქვეყნებდა მოსაზრებებს, სადაც აკრიტიკებდა პუტინს და კრემლს უკრაინაში მოქმედების გამო. უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ ყაზახეთში გაიზარდა სასამართლოების რიცხვი მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ქვეყნის კანონმდებლობით ეთნიკურ სიძულვილს აღვივებდა. ყაზახეთში არაერთი პირი გაასამართლეს ამ მუხლით უკრაინის, ასევე რუსეთის მხარდაჭერისთვის მას მერე, რაც რუსეთმა ძალით დაიკავა ყირიმი, უკრაინის ტერიტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG