Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა


ზესტაფონი
ზესტაფონი

ზესტაფონის მერის, კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით მერიის შენობის წინ ქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. „ზესტაფონს კრიმინალი მერი არ უნდა მართავდეს“-განაცხადა აქციაზე გიორგი გოგლიჩიძემ :”კრიმინალია, ვინც კანონს არღვევს და ვის მიმართაც სისხლის სამართლის დანაშაულზე რამდენიმე საქმეა აღძრული. მოვითხოვთ კახაბერ მახათაძის გადადგომას. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მერიის პიკეტირებას მოვახდენთ", -მერობის ყოფილმა კანდიდატმა. აქციის მონაწილეთა თქმით, კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 7 საქმეა აღძრული.

აქციას გამოეხმაურა ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე. მისი განმარტებით, ცილისმწამებლური განცხადებების გამო ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.“

"ადვოკატი მუშაობს, დღეს უკვე შეგროვდა დოკუმენტაცია. კახაბერ მახათაძის გადაწყვეტილებით, გოგლიჩიძეს მოუწევს პროკურატურაში უპასუხოს კითხვებს. ყველა განცხადებაზე მოუწევს პასუხისგება“-განაცხადა ეკა დუგლაძემ.

ეკა დუგლაძის განმარტებით, მიმდინარე აქციები მართული პროცესებია და აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ არ იცის აქციაზე ყოფნის რეალური მიზეზები.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო.

XS
SM
MD
LG