Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენცოვის ნათესავი სახაროვის სახელობის პრემიის ცერემონიაზე: "მან უკვე გაიმარჯვა"


ევროპის პარლამენტმა 2018 წელს დაპატიმრებულ უკრაინელ რეჟისორს, ოლეგ სენცოვს მიანიჭა სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც აზრის თავისუფლებას ეძღვნება. "მისი ნაბიჯებით მთელმა მსოფლიომ დაიწყო ლაპარაკი რუსეთის რეპრესიებზე" - უთხრა სენცოვის ნათესავმა, ნატალია კაპლანმა სტრასბურგში 12 დეკემბერს გამართულ ცერემონიაზე თავშეყრილ აუდიტორიას და დასძინა: "ოლეგმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიაპყრო [რუსეთში მყოფ] უკრაინელ პოლიტპატიმრებს. მან უკვე გაიმარჯვა". სენცოვი რუსეთში პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც შეეწინააღმდეგა 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ მისი მშობლიური ყირიმის ანექსირებას. სტრასბურგში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მისი არყოფნა სიმბოლურად აღნიშნეს პლენარული სხდომის ცენტრში ცარიელი სავარძლით. სენცოვს 20 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, მას შემდეგ, რაც ის ტერორიზმში დამნაშავედ სცნეს სასამართლო პროცესზე, რომელსაც ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები და დასავლეთის მთავრობები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის მთავრობას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ სენცოვის ჯანმრთელობა სერიოზულადაა გაუარესებული, იმ ფონზე, როცა ის ცდილობს გაუმკლავდეს 145-დღიანი საპროტესტო შიმშილობის შედეგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG