Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა უარი განაცხადა  ბრექსიტის საკითხზე   ხელახალი მოლაპარაკებები დაიწყოს


ტერეზა მეი
ტერეზა მეი

ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე ლონდონთან ხელახალი მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებლად მიიჩნია. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ განცხადებაში. სამიტს ბრიუსელში ესწრებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.

შესაბამისად ევროკავშირმა დაამტკიცა თავისივე 25 ნოემბრის დადგენილება,ბრექსიტის საკითხზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამასთანავე ბრიუსელმა გამოხატა მზადყოფნა მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ლონდონთან მას შემდეგ, რაც 2019 წლის 29 მარტს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ შემდგომი განხილვებისთვის ღიაა ირლანდიასთან საზღვრის საკითხი, რაც ბრიტანელ პოლიტიკოსებს შორის მრავალრიცხოვან შეკითხვებს ბადებს.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება პარლამენტში 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ტერეზა მეის მთავრობამ, საკითხის ჩაგდების შიშით, კენჭისყრა გადადო. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს შეთანხმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG