Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ჩვენ არ ვაშენებთ კარვების ქალაქს, თუმცა გავმართავთ სიღრმისეულ მსჯელობას


„ჩვენ არ ვიწყებთ ფართომასშტაბიან კარვების აქციას, თუმცა ვიზიარებთ იმ ადამიანების პროტესტს, ვინც აქ კარვები გაშალა, გვერდში ვუდგავართ მათ პროტესტს თუმცა, ეს არ არის ჩვენი სისტემური გადაწყვეტილება, რომ აქ ვაშენებთ კარვების ქალაქს“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია გამართავს სიღრმისეულ მსჯელობას, სადაც ისინი ჩამოაყალიბებენ სამოქმედო გეგმას: „ჩვენი მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნები. გარდა ამისა, მთავრობა უნდა გადადგეს და უნდა მოხდეს სალომე ზურაბიშვილის სრული დელეგიტიმაცია, რაც მივა არჩევნების ანულირებამდე. მივდივართ ამ მიმართულებით და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ქართული ოცნება ეს არის დანაშაულებრივი ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუტციას“.

XS
SM
MD
LG