Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჩი „შეუქცევადს“ უწოდებს კოსოვოს არმიის ფორმირებას


ჰაშიმ ტაჩი
ჰაშიმ ტაჩი

კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ, „შეუქცევადი“ უწოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც მსუბუქად აღჭურვილი უსაფრთხოების ძალების სრულაფასოვან არმიად გარდაქმნას ითვალისწინებს. ტაჩიმ ეს განცხადება გააკეთა გაეროში გამგზავრების წინ, სადაც მას ამ პრობლემის გარშემო მოლაპარაკებები ელოდება. კოსოვოს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებამ საკუთარი არმიის შექმნის თაობაზე, განარისხა მოზობელი სერბეთი და კოსოვოელი სერბები. სერბეთის თხოვნის პასუხად, გაეროს უშიშროების საბჭო 17 დეკემბერს აპირებს განიხლოს კოსოვოს არმიის შექმნის საკითხი. 14 დეკემბერს კოსოვოს პარლამენტმა მსუბუქად შეიარაღებული ძალების (KSF) პროფესიულ არმიად გარდაქმნის შესახებ კანონი დაამტკიცა. კანონპროექტი ერთხმად იქნა მიღებული. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა სერბ კანონმდებელთა უმცირესობამ, რომლებიც წარმოადგენენ კოსოვოს 120,000 სერბ მოსახლეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG