„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს. შსს მას ედავებოდა ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას. ეს დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ისჯება.
დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, კირკიტაძმ მშრალი შიმშილობა დაიწყო.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების განცხადებით, მას ახლა გურჯაანის სასამართლოში მიიყვანენ, რომლის წინაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.