Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ბირთვული ომის საფრთხის სათანადოდ შეფასება უნდა მოხდეს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ბირთვული ომის საფრთხის სათანადოდ შეფასება უნდა მოხდეს და გააკრიტიკა აშშ იმის გამო, რომ ტოვებს ცივი ომის დროს დადებულ შეთანხმებებს იარაღის სფეროში.

პუტინმა თავისი ქვეყნის ეკონომიკა დადებითად წარმოადგინა და გამოვიდა მოწოდებით, მოხდეს „გარღვევა“ ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

ეს განცხადებები პუტინმა გააკეთა პრესკონფერენციაზე, რომელსაც პირდაპირ ტელეეთერში აჩვენებენ.ეკლესიის გაყოფის თაობაზე, პუტინმა განაცხადა, რომ ის,რაც მართლმადიდებლობაში ხდება „გაუგონარი ამბავია“,„შექმნეს სტამბოლის სამრევლოს გაერთიანებული გამოყოფილი ეკლესია“ თქვა პუტინმა, რომლის აზრით, ეს არის სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმეებში, რაც საბჭოთა პერიოდში არ ხდებოდა“. ეს ყველაფერი ვაშინგტონის კარნახით ხდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის თაობაზე პუტინმა თქვა, რომ მათი მიზეზი საწვავის ფასების ზრდაა. კრემლის მმართველი ფიქრობს, რომ საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო ღონისძიებების მოწყობის უფლება, მაგრამ კანონის ფარგლებში“.

შავი ზღვის ინციდენტის თაობაზე, როცა რუსეთის სასაზღვრო დაცვამ უკრაინის სამხედრო ხომალდები და 24 მეზღვაური დააკავა, პუტინმა თქვა, რომ ეს იყო უკრაინის ხელისუფლების პროვოკაცია, რომლის მიზანი პრეზიდენტ პოროშენკოს რეიტინგის ამაღლება იყო.

გამოცემა „ღია მედიასაშუალებების“ გამოთვლით, ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია 60 მილიონი რუბლი დაუჯდა ქვეყანას. ნაწილი დეკორაციებისთვის დაიხარჯა, ხოლო 2,5 მილიონი რუბლი 1702 აკრედიტებული ჟურნალისტის გამოკვებისთვის.

XS
SM
MD
LG