Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Vali.ge-ს კიდევ ორი საფინანსო ორგანიზაცია დაემატა


ვალების განულების ინიციატივის ფარგლებში შექმნილ ვებსაიტს vali.ge-ს კიდევ ორი საფინანსო ორგანიზაცია დაემატა. ესენია: შპს “ფინპორტი” (სესხის გამცემი: 1click.ge) და შპს “ფრენდლი ფაინენს ჯორჯია” (სესხის გამცემი: mycredit.ge).

ფონდქართუსპროექტის ფარგლებში ამოქმედებულ ვებსაიტზე ატვირთული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის, ჯამური დავალიანების თანხა 3 933 145 876 ლარს შეადგენს, ხოლო სესხების რაოდენობა მილიონ სამასი ათასს აღემატება. 20 დეკემბრის მონაცემებით, vali.ge-ს ვიზიტორების რაოდენობა 10 დღეში დაახლოებით 750, 000 იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG