Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა ფერაძე მშენებლობის შეფერხებისთვის 500 ლარით დაჯარიმდა


პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე სასამართლომ მშენებლობის შეფერხებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. ინციდენტი ჭოველიძის ქუჩის ბოლოში 2018 წლის შემოდგომაზე მოხდა, როდესაც ნატა ფერაძემ უცხოური კომპანიის მიერ დაწყებული მშენებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეურაცხმყოფელი ჟესტით გააპროტესტა, ნატა ფერაძე ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში, ჩაიხერგება თბილისის აერაციის ზონა: „თბილისის ძველი გენერალური გეგმის მიხედვით, ეს ტერიტორია არის სარეკრეაციო ზონა 1. ახალი გეგმის მიხედვით კი მას მიენიჭა სატყეო ზონა, სადაც სრულიად დაუშვებელია მშენებლობა, თუმცა, მშენებლობა არ ჩერდება და ამიტომ ფიზიკური ძალით ვცდილობდი, რომ შემეჩერებინა პროცესი. საჩივარში წერია, რომ მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა მიჩივლეს შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო. შუა თითი ვაჩვენე, სწორედ ეს იყო არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ. მოსამართლემ გადაწყვეტილება სამ წუთში მიიღო“.

მშენებლობების გაპროტესტების გამო ეს არ არის ნატა ფერაძის პირველი ჯარიმა. სასამართლომ ის 2015 წელსაც დააჯარიმა „პანორამა თბილისის“ მშენებლობის შეფერხების გამო.

XS
SM
MD
LG