Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე: ეკა ბესელიას გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებითაა ნაკარნახევი


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პრინციპულს უწოდებს ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ. მისი თქმით, არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩაუვარდეთ საეჭვო გზით არჩეულ ადამიანებს: „მიმაჩნია, რომ ეს არის ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება. მისი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს. პროცესი უნდა ყოფილიყო გაწერილი და პასუხისმგებლობის გრძნობით მოვპყრობოდით ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო. ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 27 დეკემბერს დატოვა: „ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, პროცესი იხილოს გამჭვირვალე და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG