Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი განიხილავს "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუციას "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" შესახებ


ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად შეფასებას.“ ინაშვილის თქმით, რეზოლუციის პროექტს საქართველოს მასშტაბით ხელი მოაწერა 400 ათასმა მოქალაქემ. "ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის შეფასებას დანაშაულებრივ რეჟიმად, დღეს გამოვიდეს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი და ამ პროცესს ჰქვია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG