დღეს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც თანამდებობიდან გაათავისუფლებენ საერთო სასამართლოების ოთხ მოსამართლეს: ირაკლი შავაძეს, ასმათ კოხრეიძეს, დავით კეკენაძეს და მიხეილ ბებიაშვილს. იუსტიციის საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ მოსამართლეებს ამოეწურა თანამდებობაზე ყოფნის სამწლიანი ვადა. ერთ-ერთი მათგანი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში აცხადებდა, რომ მას იუსტიციის საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარესთან, დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების გამო. შავაძე მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარის "გუნდში" ვერ მოხვდა მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების გამო. დავით მამისეიშვილი ირაკლი შავაძის ბრალდებას უარყოფდა და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდა.
ყველაზე პოპულარული
1