Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნასამ გადადო დმიტრი როგოზინის ვიზიტი ჰიუსტონში


აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო ნასამ გადადო როსკოსმოსის ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის ვიზიტი შეერთებული შტატებში. ვიზიტი თებერვალში უნდა შემდგარიყო, ნასას წარმომადგენლის განცხადებით, ვიზიტის ახალი თარიღი „ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული“.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ ამერიკელი კანონმდებლები არ აპირებენ დაუშვან შეერთებული შტატებში როსკოსმოსის ხელმძღვანელის ვიზიტი, ვინაიდან ის იმ რუს მოქალაქეთა სიაში იმყოფება, რომლებზეც სანქციები ვრცელდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. დმიტრი როგოზინმა მიწვევა გასული წლის შემოდგომაზე მიიღო ამერიკის კოსმოსური სააგენტოს, ნასას ხელმძღვანელისგან, ჯიმ ბრაიდენსტაინისგან.

ცნობილი სენატორი ჯინ შაჰინი მიწვევის დაბლოკვით იმუქრება.

დმიტრი როგოზინი სანქციების ობიექტი გახდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, როცა ის რუსეთის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.

„ბრაიდენსტაინმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს მოწვევა, სანამ კონგრესი იძულებული გახდება ჩაერიოს,“ განაცხადა შაჰინმა. „როგოზინი ცნობილია რასისტული, ჰომოფობიური და ანტიამერიკული განცხადებებით, მისი ვიზიტი შეერთებული შტატებში შეარყევს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებითაც შენდება ჩვენი საგარეო პოლიტიკა“, - თქვა სენატორმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG