Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს-ანჯელესთან ბოულინგ-კლუბში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა


სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ბოულინგ-კლუბში სროლის შედეგად ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ქალაქ ტორანსში.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა ინციდენტის ადგილიდან ფეისბუკზე პირდაპირი ვიდეორეპორტაჟი გამოაქვეყნა. ვიდეოზე ჩანს იატაკზე მწოლიარე დასისხლიანებული ადამიანი.

როგორც სხვა თვითმხილველმა უთხრა „ლოს ანჯელეს ტაიმსს“, სროლას წინ უძღოდა ჩხუბი.

პოლიციამ გადაკეტა ბოულინგ-ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, ვინ გახსნა ცეცხლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG