Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმში სავარაუდო ტერაქტის საქმეზე სამ აზიელ მამაკაცს ასამართლებენ


სტოკჰოლმში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც ტერაქტის მზადების საქმეზე ეჭვმიტანილი სამი მამაკაცის საქმე განიხილება. ისინი და მათთან ერთად კიდევ სამი კაცი, ეჭვმიტანილი არიან ასევე სირიაში მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებაში. შვედეთის რადიოს ცნობით, ეჭვმიტანილები არიან ცენტრალური აზრიიდან: ხუთი უზბეკეთიდან, ხოლო ერთი - ყირგიზეთიდან. ჩხრეკის დროს პოლიციამ ეჭვმიტანილებს უპოვა 500 კილოგრამი ქიმიური ნივთიერება, დანები, აირწინაღები და სამხედრო აღჭურვილობა. მათ მობილურ ტელეფონებში აღმოჩნდა იმ სამიზნეების ფოტოები, რომლებზეც ეჭვმიტანილები აპირებდნენ თავდასხმას. სასამართლო პროცესი 11 თებერვლამდე გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG