Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე სთხოვს ბიძინა ივანიშვილს, არ გააწბილოს ხალხი


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მოუწოდებს არ გააწბილოს ხალხი. გედევან ფოფხაძემ ეს განცხადება უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის მიუღებლობასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მმართველი გუნდი პირნათელი უნდა იყოს ხალხთან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაუჩოქა და ისე სთხოვა დახმარება.

„ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები... მე და ბატონი ბიძინა ერთმანეთთან როგორ ვიქნებით პირნათელი, იმაზე კი არ ვიფიქროთ, ხალხთან როგორ ვიქნებით ყველა პირნათელი - იმ ხალხთან, რომელსაც მეორე ტურში დავუჩოქეთ და ვთხოვეთ, რომ ნუ გაგვწირავთ, გამოვსწორდებით, უკეთესები გავხდებით... გავხდეთ უკეთესები“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

XS
SM
MD
LG