Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში გმობენ მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის წევრ პარლამენტარზე თავდასხმას


სიმფეროპოლი, 2018 წლის 8 თებერვალი: პარტიის "ალტერნატივა გერმანიისათვის" წევრები ყირიმში სეპარატისტებთან სტუმრობისას
სიმფეროპოლი, 2018 წლის 8 თებერვალი: პარტიის "ალტერნატივა გერმანიისათვის" წევრები ყირიმში სეპარატისტებთან სტუმრობისას

გერმანიაში მოხდა თავდასხმა მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) წევრზე, პარლამენტარ ფრანკ მაგნიცზე. თავდასხმას ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ის დაგმო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც.

66 წლის მაგნიცი 7 იანვარს ქალაქ ბრემენში სცემა, სულ ცოტა, სამმა ადამიანმა. მისი მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს მუქი ტანისამოსი ეცვათ და თავზე კაპიშონი, ან ქუდი ეხურათ. მათ მიმალვა შეძლეს. ბრემენის პოლიციის ვარაუდით, მაგნიცზე თავდასხმა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

ბრემენში, რომელიც გერმანიის ყველაზე პატარა მხარეა, წელს 26 მაისს გაიმართება რეგიონული არჩევნები - იმავე დღეს, როცა დაგეგმილია ევროპარლამენტის არჩევნები. მემარჯვენე პოპულისტები მოელიან, რომ მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოიპოვებენ ამ კენჭისყრის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG