Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: „საქართველოში არ არის საგანგაშო სიტუაცია“


„უკიდურესად ვწუხვარ თითოეული გარდაცვლილის გამო, მაგრამ საქართველოში არ არის საგანგაშო სიტუაცია. არსებული ვითარება დამახასიათებელია გრიპის ყოველწლიური სეზონისთვის. დაახლოებით მსგავსი ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ, რომლის თქმითაც, პაციენტების უმეტსობას არც პრეპარატ „ტამი ფლუს“ მიღება სჭირდება.

„მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმის ნებართვით უნდა მიიღოს პაციენტმა „ტამი ფლუ“, რომელიც ძლიერი ანტივირუსული პრეპარატია და მუშაობს ვირუსის წინააღმდეგ. წამლები არ არის კამფეტი, არ შეიძლება მათი მიღება თითნებურად ტკბილეულივით. ამიტომ, თუკი ჩვეულებრივი რესპირატორული სიმპტომები გაქვთ, ამის გამო ნუ გაიქცევით აფთიაქში და ნუ შეიძენთ ტამი ფლუს. ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დინაშნულებით უნდა მიიღოთ“, - განაცხადა მარიან ივანუშამ. მისი თქმით, ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში გრიპით გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG