Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოპიე აცხადებს, რომ პარლამენტის უმრავლესობა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას


პარლამენტი სკოპიეში
პარლამენტი სკოპიეში

მაკედონიის მთავობა აცხადებს, რომ ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს უკვე საკმაო მომხრე ჰყავს პარლამენტში. გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც 120 კაციან პარლამენტში, 80 - ხმას უდრის. მთავრობაში მოელიან, რომ მაკედონიელი კანონმდებლები 11 იანვრის საღამოს მხარს დაუჭრენ მთავრობის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც „მაკედონიას“ ეწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

სახელწოდების ცვლილება ხელს შეუწყობს ხანგრძლივი დიპლომატიური დაპირიპირების მოწესრიგებას მეზობელ საბერძნეთთან, რომელიც თავის მხრივ, აღარ შეუშლის ხელს ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.

სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ათენსა და სკოპიეს შორის 2018 წლის ივნისში მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებას ორივე ქვეყანაში მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის სასარგებლო ბევრი დათმობის გამო.

ათენი აცხადებს, რომ სახელწოდება „მაკედონია“ გულისხმობს ასევე ტერიტორიულ პრეტენზიებს ამავე სახელწოდების ბერძნულ პროვინციასა და მის მემკვიდრეობაზე.

მაშინაც, თუ მაკედონიის პარლამენტი მხარს დაუჭერს ქვეყნის სახელწოდების შეცვლას, საჭიროა, რომ იგი საბერძნეთის პარლამენტმაც დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG