Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აფეთქება მოხდა კიდევ ერთ საცხოვრებელ სახლში


სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში მომხდარი აფეთქების შედეგად. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა ბოლო ორი სართული. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 8 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ჩამონგრეულ სართულებზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა. საცხოვრებელი სახლიდან ევაკუირებულია 140-მდე ადამიანი. 31 დეკემბერს, რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევაშიც ტრაგედიის გამომწვევ, ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ბუნებრივი გაზის აფეთქება.

XS
SM
MD
LG