Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვა: ჩინეთს უახლოეს მომავალში ექნება ყველაზე თანამედროვე შეიარაღება


ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს უახლოეს მომავალში ექნება ყველაზე თანამედროვე შეიარაღება, რაც უკანასკნელი წლების სწრაფი მოდერნიზაციის შედეგია და მისი სტრატეგიული მიზანია ჩინეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის მკვეთრი ზრდა და ჩინეთისთვის ტაივანის დაბრუნება. ასეთ დასკვნას შეიცავს აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სპეციალური ანგარიში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, პეკინი მოელის, რომ ტაივანს შეიძლება დაეხმარონ უცხო ძალები. ამან აიძულა პეკინი, შეემუშავებინა სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს, მოახდინოს რეგიონში „უცხო ძალების“ მოქმედებების ნეიტრალიზება.

აშშ-ის მონაცემებით, ჩინეთის თავდაცვითმა ხარჯებმა 2018 წელს 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს სამმაგი ზრდაა 2002 წლის შემდეგ.

აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტი 700 მილიარდი დოლარია, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი იხარჯება სამეცნიერო კვლევაზე და ახალი სისტემების შექმნაზე. პეკინი კი ეკონომიას ეწევა გამოკვლევებში და უპირატესობას ანიჭებს უცხოური ტექნოლოგიების ასლების კეთებას. ამას ის ახერხებს როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზებით.

XS
SM
MD
LG