პრაღაში აღნიშნავენ იან პალახის მიერ თავის დაწვის 50 წლისთავს
პრაღაში აღინიშნა 50 წლისთავი იან პალახის მიერ თავის დაწვისა, რითიც მან გააპროტესტა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ბლოკის მიერ 1968 წელს განხორციელებული ინტერვენცია. მემორიალური დაფა გაკეთდა კარლის უნივერსიტეტთან, სადაც სწავლობდა 20 წლის პალახი, როცა ის დაიღუპა. ცერემონიაზე მისულმა ხალხმა სანთლები და ყვავილები მიიტანა და ჩეხეთის ეროვნული ჰიმნი იმღერა. 1969 წლის იანვარში პალახის სიკვდილმა მსოფლიო პრესა მოიარა და კიდევ უფრო მოაქცია ყურადღების ცენტრში წინა წლის ზაფხულში განხორციელებული ინტერვენცია, რომელმაც ბოლო მოუღო ჩეხოსლოვაკიის საზოგადოების ლიბერალიზაციის პროცესს - „პრაღის გაზაფხულს“. მსგავსი ვითარება იყო იმ ადგილზეც, სადაც პალახმა თავი დაიწვა - პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, სადაც სხვა საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობდა.
ეპიზოდები
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი
-
დეკემბერი 01, 2025ტერორიზმში ბრალდებული ელისაშვილი
-
ნოემბერი 23, 2025რობი კუხიანიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ნოემბერი 12, 2025გაცოცხლებული ადამიანები თამარ მამალაძის უნიკალური ჩანაწერებიდან
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში