Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერი: 2009 წლის ცვლილებით გვაქვს უფლება ვიცხოვროთ შენობებში რომელიც არ არის ექსპლუატაციაში


თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა იმ კანონის შინაარსი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, იცხოვრონ შენობებში, რომლებიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. მისი თქმით, კანონში ცვლილება ამ ნებართვით 2009 წელს განხორციელდა:

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგუილირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს კანონი არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ. 2006 წელს კანონში არსებობდა მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიუღებლად. იქ იყო ჩამოწერილი მთელი რიგი ჯარიმები. ანუ, კანონით იყო აკრძალული იმ შენობა-ნაგებობებში ცხოვრება, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში. და იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გამოდიან და ცრუ ბრალდებებით ცდილობენ პოლიტიკურ სპეცულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ეს, მეხუთე მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან, ანუ დღეს, კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, რადგან გვყავს ათიათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა და იქ ხალხი ცხოვრობს. ეს არის ნაციონალური მოძრაობის დამსახურება, რომ ამოიღეს კანონიდან ის რეგულაციები, რაც ქალაქში ქაოტურ განაშენიანებას ხელს შეუშლიდა“, - აცხადებს კახა კალაძე.

XS
SM
MD
LG