Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ქართველების ლეგალურად დასაქმების შეთანხმებას საფრანგეთის  საელჩო განმარტავს


საფრანგეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობებზე საუბრობს განცხადებაში, რომელშიც განმარტებულია 2013 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. შეთანხმების მიზანია დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტებისთვის ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობად, ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით.

კერძოდ, შეთანხმება ითვალისწინებს 12 თვიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ბარათის მოთხოვნის შესაძლებლობას ქართველი სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის ბოლოს, როდესაც მათ მოიპოვეს მაგისტრის ან პროფესიული ბაკალავრის შესაბამისი დონის დიპლომი საფრანგეთის ან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საფრანგეთში პროფესიული მიგრაციის შესაძლებლობა ერთი წლის ხანგრძლივობის, განახლებადი დროებითი ბინადრობის ბარათის -„დაქირავებული მშრომელი“-მითითებით მიეცემათ ისეთი შრომითი ხელშეკრულების მფლობელებს, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია 50 პროფესიიდან ერთ-ერთს. საფრანგეთის მიერ წლიურად გაცემული დროებითი ბინადრობის ბარათების რაოდენობა ამ კატეგორიის მშრომელთათვის 500-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საფრანგეთის საელჩოს განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს ასევე 18-35 წლამდე ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გაცვლას . ისინი საფრანგეთში ან საქართველოში კარიერული პერსპექტივის გასაუმჯობესებლად გაემგზავრებიან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით 2018 წლის 3 დეკემბერს გამოსცა,-ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში , რომლის თანახმად საელჩო ყველა საჭირო ინფორმაციას შეთანხმების შესრულების პირობების შესახებ შესაბამის დროს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG