Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებას საფრთხე შეექმნა


რუსეთის და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო რუსეთის ახალი რაკეტის გამო უთანხმოების მოგვარება, ჩაიშალა, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 25 იანვარს.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგნელთა მოწოდების მიუხედავად, არ გამოავლინა მზადყოფნა შეცვალოს თავისი პოზიცია ახალი რაკეტის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ევროპისთვის, და რაც არღვევს საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებას.

სტოლტენბერგმა განცხადება გააკეთა რუსეთ-ნატოს საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რეალური საფრთხე შეექმნა ბირთვული რაკეტების განადგურების შესახებ 1987 წლის შეთანხმებას. ის თვლის, რომ რუსეთს აქვს დრო, შეასრულოს ხელშეკრულების პირობები.

აშშ-მა განაცხადა, რომ თუ რუსეთი 2 თებერვლამდე არ გამოხატავს მზადყოფნას, გაანადგუროს ახალი რაკეტა, ვაშინგტონი დაიწყებს ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურას. ნატოს წევრი ქვეყნებს თავდაცვის მინისტრები ვითარებას თებერვლის შუაში განიხილავენ.

1987 წლის ხელშეკრულება აშშ-სა და რუსეთს შორის საშუალო სიშორის რაკეტების შესახებ ეხებოდა 500-დან 5000 კილომეტრამდე სიშორის რაკეტებს. ის იყო ევროპის უსაფრთხოების სისტემის ხერხემალი, რომელიც ბირთვული თავდასხმის საფრთხეს. ახლა, ვაშინგტონი და ნატო რუსეთს ადანაშაულებენ რომ ახალი, 9M729 ტიპის რაკეტის შექმნით არღვევს ხელშეკრულებას. მოსკოვი აცხადებს, რომ არ ირღვევა შეთანხმება, რადგან ეს რაკეტა მხოლოდ 480 კილომეტრის სიშორეზე მოქმედებს.

გენერალურმა მდივანმა“ შეხვედრას, ამასთან, „სასარგებლო და პროდუქტიული“უწოდა და დასძინა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორს მზარდი დაძაბულობის პირობებში მხარეებს შორის დიალოგი აუცილებელია. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის თემაც.

XS
SM
MD
LG