Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგლოვიარი აქცია გაიმართა კანცელარიასთან


თბილისში მთავრობის კანცელარიის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების სამგლოვიარო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მწუხარებას გამოხატავდნენ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო.

​აქციის მონაწილეების განცხადებით ბავშვის სიკვდილზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რადგან ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცოდა, რომ ბავშზე ძალადობდნენ. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაასაჯაროოს საქმის მასალები, დაიწყოს გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გულგრილობაზე, უფლებამოსილება შეუჩეროს პირებს, ვინც არაჯეროვნად მუშაობდა ამ ოჯახთან და დაიწყოს ძირეული რეფორმები ბავშვთა დასაცავად“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორებმა.

მათ კანცელარიის შენობის წინ სანთლები დაანთეს და ბავშვების მიმართ ქვეყანაში არსებული გულრგილობის გამო ანთებული სინთლებით სიტყვა SOS გამოსახეს.

4 წლის ბავშვი თბილისში 22 იანვარს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG