Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ანა დოლიძეს "აჟიტირებული ცრუპენტელა" უწოდა


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს, "აჟიტირებული ცრუპენტელა" უწოდა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მოსამართლე ანა დოლიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან სასამართლო რეფორმის ჯგუფთან დაკავშირებით გააკეთა და სადაც თქვა, რომ შეხვედრის ასეთი ფორმატი არაეფექტურია და მასში ბიუჯეტის ფული არ უნდა იხარჯებოდეს.

"ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. აქ წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს, ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს რეფორმა. ვაპირებ დავსვა კითხვა - ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?!

დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ჩვენ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა და ვაპირებ ეს საკითხი დავსვა შეხვედრის დასაწყისშივე", - უთხრა ანა დოლიძემ რუსთავი 2-ს.

სასტუმრო "რედისონში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით27 იანვარს, დილის 10 საათიდან იმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრის პარალელურად სამოქალაქო სექტორმა აქცია გამართა სასტუმროს წინ. ისინი სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG