Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მადუროს დაიცავს


რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მწვავედ გააკრიტიკეს აშშ ვენესუელაში მიმდინარე მღელვარების გამო - ისინი აცხადებენ, რომ მასშტაბური გამოსვლების ფონზე მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და ვაშინგტონს აკრიტიკებენ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიისთვის, PDVSA-სთვის სანქციების დაწესებისთვის.

29 იანვარს გაკეთებულ განცხადებებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვაშინტონს ბრალი დასდო "რეჟიმის უკანონო ცვლილებისთვის საჯაროდ კურსის მიცემაში", ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს შუალედურ პრეზიდენტად აღიარებით. "მსოფლიო თანამეგობრობის სხვა პასუხისმგებლობიან წევრებთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პრეზიდენტ მადუროს კანონიერი მთავრობის მხარდასაჭერად, ვენესუელის კონსტიტუციის შესაბამისად" - განაცხადა ლავროვმა. მას არ დაუკონკრეტებია მადუროს მთავრობის დასაცავად გადასადგმელი ნაბიჯები. ცალკე, მაგრამ იმავე დროს გაკეთებულ განცხადებებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა უარი თქვა პასუხი გაეცა კითხვაზე გაგზავნის თუ არა რუსეთი სამხედრო ძალას, თუკი ვენესუელის კრიზისში აშშ-ის არმია ჩაერთვება.

XS
SM
MD
LG