Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლებისას ერთ კვირაში დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი


გაეროს მონაცემებით, ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლებისას მარტო ერთ კვირაში დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი. ამავე წყაროს თანახმად, დაკავებულია 850-მდე პირი, მათ შორის 77 არასწრულწლოვანი.

ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელმაც 23 იანვარს თავი გამოაცხადა ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად, საუბრობს ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროსა და შეიარაღებული ძალების სარდლების ამნისტიის შესაძლებლობაზე, ძალაუფლების მნვიდობიანად გადაბარების შემთხვევაში.

ტელეკომპანია სი-ენ-ენ-თან ინტერვიუში, გუაიდომ გამოთქვა იმედი, რომ სამხედროები მას მიემხრობიან და დაარწმუნებენ მადუროს გადადგომის აუცილებლობაში, რათა ვენესუელაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.

სი-ენ-ენ-თან საუბრისას გუაიდომ აღნიშნა ასევე, რომ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მან უარი თქვა დაეზუსტებინა, შეეხო თუ არა საუბარი ვენესუელაში ვითარების განვითარების სამხედრო სცენარებს. ვენესუელის არმიის სარდლობა მადუროს უცხადებს ერთგულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG