Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: სასამართლოს დამოუკიდებლობის ილუზიაც განადგურდა


„ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა.
კარგად გვაჩვენეს - რა უნდა შევცვალოთ და რატომ !!!“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ კომენტარებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თვლის, რომ გვრიტიშვილმა საკუთარი თავისა და სასამართლო სისტემის „ლუსტრირება“ მოახდინა.

„თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე, ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ, ეთერში მოსამართლედწოდებულმა გვრიტიშვილმა.
ამაზე უარესად ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა სასამართლო სისტემის პრობლემების! ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები - თავად გაანადგურა. კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა !!! ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს - საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს“, - წერს ეკა ბესელია საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

29 იანვარს, გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას, დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების გარშემო ატეხილი ხმაური თავად ეკა ბესელიას აწყობდა.

„ჩანაწერების გავრცელების ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, მოინდომა წამებულის მანტიის მოსხმა, ანუ თავისი ადგილის, თავისი ნიშის დამკვიდრება პოლიტიკაში... ხელისუფლებას ეს ხელს არ აძლევს“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG