„ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ეს არის ბრძოლის ყველაზე უზნეო მეთოდი. ეს ჰგავს ეშმაკის შუაში ჩაგდებას ურთიერთობის გაფუჭებისათვის. მე ვფიქრობ, აქ ყველაზე მეტად იზარალა ხელისუფლებამ - მმართველმა გუნდმა. ჩვენ ვისმენთ უკვე მესამე დღეა ხელისუფლების ლანძღვას. ამიტომ ამის დამკვეთი არის ის, ვინც ასეთ უზნეო ოპონირებას სწევს ხელისუფლებასთან, მმართველ გუნდთან, მსხვერპლთან თვითონ, ვინც საკმაოდ დაზარალდა, ეს არის ეკა ბესელია. ასევე ვფიქრობ, ამან გააღვივა შუღლი სასამართლო თემატიკასთან დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რადგან ასევე ვისმენთ ურთიერთბრალდებებს. ვფიქრობ, ჩვენ ეს თემა ახლა უნდა გადავცეთ სამართალდამცველებს და დაველოდოთ, რა შედეგი დადგება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის სავარაუდო გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით.