კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დეზინფორმაცია უწოდა სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობებს, რომ თბილისს დაბინძურებული, უხარისხო წყალი მიეწოდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს“ - ნათქვამია კომპანიის სპეციალურ განცხადებაში. მისი ინფორმაციით, კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით აკონტროლობენ, წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტად მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნავს, რომ მისი ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის შესაბამისად და აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს.