აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკების გამო, რომელთა მიზანია დასრულდეს ორ სახელმწიფოს შორის ექვსთვიანი დავა სავაჭრო სფეროში, რამაც შეარყია ორივე ქვეყნის ეკონომიკები და გლობალური ბაზრები.
"შეხვედრები მიდის ორივე მხრიდან კეთილი ნებით და კარგი სულისკვეთებით", გაავრცელა ტვიტერის გზით ცნობა ტრამპმა 31 იანვარს, ორმხრივი მოლაპარაკების მეორე დღეს.
შეხვედრები ვაშინგტონში იმართება. სხვა განცხადებაში ტრამპი იტყობინება, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება, როცა მოხდება შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან, სი ძინპინთან.
თუ შედეგს მოლაპარაკებაზე ვერ მიაღწიეს, აშშ ჩინურ საქონელზე დაწესებულ ბაჟს გააორმაგებს 2 მარტიდან. ახლა ეს თანხა 200 მილიარდ დოლარს უდრის. ეკონომისტები შიშობენ, რომ ამას შეიძლება მსოფლიო ეკონომიკაში დიდი პრობლემები მოჰყვეს.