Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წელს 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ათასზე მეტი სოფლის კრება გაიმართა და გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. ბიუჯეტის გაორმაგების შემდეგ, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლების საჭიროებებზე, დასახლებების ზომის მიხედვით, თითოეულ პროექტზე 10-დან 20 ათას ლარამდე გამოიყოფა“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, სოფლის კრებები პირველ მარტამდე გაგრძელდება და 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და სხვა.

XS
SM
MD
LG