Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავს აღნიშნავენ


ირანში ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავს აღნიშნავენ. რევოლუციამ დაასრულა ქვეყანაში 2500-წლიანი მონარქია. 1979 წლის 1 თებერვალს აიათოლა რუჰოლა ხომეინი საფრანგეთში 14-წლიანი დევნილობიდან დაბრუნდა ირანში და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი გახდა. დღეს თებერვალს თეირანში სირენების ხმა გაისმა 9:33-ზე - ზუსტად იმ დროს, როცა ხომენეის თვითმფრინავი თეირანის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა 40 წლის წინ. იუბილე სრულდება 11 თებერვალს, იმ დღეს, როცა მოჰამად რეზა ფაჰლავის ხელისუფლება დაემხო და სათავეში მოვიდნენ მკაცრი კურსის მიმდევარი შიიტი სასულიერო პირები. 1 თებერვალს თეირანში, ხომეინის მავზოლეუმთან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სამხედრო ორკესტრმა რევოლუციური ჰიმნები შეასრულა. აიათოლა აჰმად ჯანათიმ, ირანის ე.წ. ექპერტთა საკრებულოს ხელმძღვანელმა, გააკრიტიკა ისინი, ვინც აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG