Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე:უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემის გაუმართაობით თუ დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობა


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა თბილისში, მხუთავი გაზით შვიდი ადამიანის გარდაცვალების გამო და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. ბახტაძის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე და ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებსაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აუცილებელია მოქალაქეების ინფორმაცირებაც, რათა მათ იცოდნენ, რა მძიმე შედეგები მოაქვს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG