Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: აშშ გამოდის INF-ის ხელშეკრულებიდან


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოდის ცივი ომის დროს 1987 წელს ხელმოწერილი, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ (INF) ხელშეკრულებიდან.

გადაწყვეტილება 2 თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის პროცესი 6 თვეს გასტანს, რაზეც მოსკოვი ოფიციალურად იქნება ინფორმირებული.

ამის მიზეზი გახდა რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების მრავლჯერ დარღვევა და შეთანხმებით აკრძალული შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღება.

აშშ-მა არაერთხელ გაააფრთხილა რუსეთი, რომ გამოვიდოდა ხელშეკრულებიდან, თუ მოსკოვი არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და არ შეწყვეტდა 500-დან 5500-მდე კილომეტრის რადიუსის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, გამოცდას და ხმელეთზე განთავსებას.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ მიუხედავად დღევანდელი გადაწყვეტილებისა, ვაშინგტონი გააგრძელებს მოსკოვთან მოლაპარაკებებს სარაკეტო შეიარაღების კონტროლის თაობაზე.

XS
SM
MD
LG