Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია პირი, რომელმაც “YouTube”-ზე ატვირთა ფარული ვიდეო ჩანაწერი


დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “YouTube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, - იტყობინება შს სამინისტრო.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება.

შს სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დასადგენად. მანამდე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია16 პირის დაკავების თაობაზე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

„გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

XS
SM
MD
LG