Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძეს გადაეცა პრემია „წიგნის ქომაგი 2019“


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 3 თებერვალს, მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.

პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.

როგორც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრესრელიზშია აღნიშნული, მამუკა ხაზარაძეს ჯილდო გადაეცა „ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებისა და დღემდე ჩატარებული 16 დაჯილდოებისთვის, 3500-მდე შეფასებული წიგნისა და 151 გაცემული ჯილდოსთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG