Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როს უილსონი: "მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობისა და სასამართლოს მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობის განმტკიცება"


Georgia -- Ross Wilson, Ambassador of US in Georgia. Tbilisi, 05Feb2019
Georgia -- Ross Wilson, Ambassador of US in Georgia. Tbilisi, 05Feb2019

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშს, რომელშიც საქართველო რჩება „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად. შეკითხვაზე - რა აკლია საქართველოს თავისუფალ ქვეყნობამდე? - როს უილსონმა განაცხადა: „რასაკვირველია, არის რიგი საკითხებისა, რომლებიც დაკვირვებას მოითხოვს. ჩვენ ვილაპარაკეთ საარჩევნო რეფორმაზე და ნაბიჯები, რომლებსაც აშშ და სხვებიც ელოდებიან იმისათვის, რომ უკეთესად ტარდებოდეს არჩევნები. სასამართლო რეფორმა: აშშ იყო ძლიერი მხარდამჭერი სასამართლო რეფორმის სამი ტალღის, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სასამართლოს და პროკურატურის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. იხილება მეოთხე ტალღა. ეს პროცესი ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც ვისურვებდით. მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობის განმტკიცება და ის, რომ მართლმსაჯულება თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისგან. არის მრავალი საკითხი, რომელიც გამოყოფილია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, სხვა ანგარიშებში. დღის წესრიგი საკმაოდ ნათელია და საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და საქართველოს მოქალაქეები უნდა ამაყობდნენ ამით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG