Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: საქართველოში ძირითადად ბავშვები ქურდობენ  


ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14 წლამდე და 14-დან 18 წლამდე მოზარდები ფიგურირებენ.

მისი განმარტებით, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დანაშაულის რეგისტრაცია გაზრდილია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას - ეს არის ის კატეგორია სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების რაოდენობა გასამმაგდა და იგივე ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG